„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” – სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2020-2021 წლებში მედიაციით მოსარგებლე 87 პროცენტი კმაყოფილია მიღებული მომსახურებით

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2020-2021 წლებში მედიაციით მოსარგებლე 87 პროცენტი კმაყოფილია მიღებული მომსახურებით. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მონაცემებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო, რუსთავის საქალაქო სასამართლო და მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრების მორიგებების სტატისტიკა თანდათანობით იზრდება, მათ შორის გაიზარდა კერძო მედიაციით დაინტერესებულ პირთა ოდენობაც.

„მედიაცია როგორც სამართლებრივი დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმი, უფრო და უფრო მაღალი ინტერესის და მოხმარების სფერო ხდება საქართველოში. დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, რომელსაც ახასიათებს მესამე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირის ჩართულობით, კონფიდენციალური და სტრუქტურირებული პროცესის ფარგლებში, კონფლიქტის მხარეებისათვის დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დელეგირება კეთილგონივრული დიალოგის ფორმატში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ უმოკლეს ვადაში მოახერხა ცნობიერების ამაღლება და ნდობის მოპოვება საზოგადოებაში, რასაც ადასტურებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაციით დაინტერესებულ პირთა მზარდი მიმართვიანობა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2020-2021 წლებში მედიაციით მოსარგებლე 87 პროცენტი კმაყოფილია მიღებული მომსახურებით.

არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო, რუსთავის საქალაქო სასამართლო და მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრების მორიგებების სტატისტიკა თანდათანობით იზრდება, მათ შორის გაიზარდა კერძო მედიაციით დაინტერესებულ პირთა ოდენობაც. 2020-2021 წლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით საზოგადოებას შეეთავაზა შრომითი და საოჯახო კატეგორიის დავების მიმართულებით პრო ბონო სამედიაციო სერვისი. მზარდი მომართვიანობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ასოციაციის ოფისის ტექნიკურად აღჭურვა და კომფორტული გარემოს შექმნა სამედიაციო სესიებისთვის, რაც უზრუნველყოფილ იქნა USAID/PROLoG - ს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ სხვადასხვა აქტივობით ახორციელებს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მედიაციის თაობაზე და ხელს უწყობს მათ ინფორმირებას მედიაციის არსის, მიზნების, მნიშვნელობისა და სხვა დადებითი ასპექტების შესახებ. ასოციაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე, ყოველ წელს მედიაციით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა იზრდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებებშიც ნათლად აისახა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო