ირაკლი ზარქუა - კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, ეს ოპოზიციამ იცის, ამიტომ არის, რომ ეშინია და ვერ ჩამოყალიბდა კანდიდატზე

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველ გუნდში უმრავლესობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად უალტერნატივოა. ზარქუას თქმით, მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე ისე როგორც არასდროს, თავდაჯერებული წარსდგება.

„ოპოზიციიდან ცალ-ცალკე ვინ რას წარმოადგენს და რას იზამს, ეს უკვე ფანტაზიის სფეროა. ჩვენ არ გვაინტერესებს ვის რა იდეა აქვს, როგორ ჩამოყალიბდებიან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ვართ, როგორც არასდროს ისე, თავდაჯერებულები. გუშინ ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრეზენტაცია ჰქონდა კახა კალაძეს, სადაც 903 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა არასრული 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, სანიაღვრეების, ქუჩების და ა.შ. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით დედაქალაქს. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენი კანდიდატი უკონკურენტოა და იქნება, როგორც დედაქალაქში ისე მთელ რეგიონში. ვისურვებდი, რომ ისინი (ოპოზიცია) აქცენტირებულები იყვნენ გამოწვევებსა და პრობლემებზე,რაც მართლა აწუხებს ჩქვენს ქვეყანას და არა იმაზე ერთად იქნებიან, თუ ცალ-ცალკე, კანდიდატი მელია იქნება, თუ - არა. სულ ტყულად კარგავენ დროს, იმიტომ, რომ დამარცხებისთვის არიან განწირულები. ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მინდა, კახა კალაძე იყოს ჩვენი კანდიდატი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. მგონია, რომ კახა კალაძე არის უალტერნატივო, ეს თვითონაც იციან და ამიტომ არის, რომ ეშინიათ და ვერ ჩამოყალიბდნენ“, - აცხადებს ზარქუა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა