ნიკოლოზ სამხარაძე - არ არის შორს ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ადის და არ არის შორს ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სთან დაახლოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შემდგომი განვითარებისთვის.

„რატომ მოხდა საქართველო იმ კომუნიკეში, რომელიც ნატო-ს სამიტის ფარგლებში არის მიღებული? - ეს ასე მარტივად არ ხდება და ასეთი აქცენტირება ქვეყანაზე შეუძლებელია თუ ეს ქვეყანა წინ არ მიიწევს, ნატო-ს სტანდარტებს არ უახლოვდება, იმ რეფორმებს არ ატარებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრობისთვის. დღითიდღე, წლიდან წლამდე საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ადის და არ არის შორს ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი.

მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ შავი ზღვის აკვატორია ნატო-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არეალი გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ოკუპანტის, ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო მოქმედებებით მოხდა უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ნაწილის ოკუპირება, რამაც დისბალანსი შეცვალა როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე მოგეხსენებათ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად, ჩვენი უსაფრთხოების საზიანოდ ძალთა დისბალანსი, რუსული ძალების მეტი რაოდენობა გამოჩნდა რეგიონში. ამ ყველაფრის კონტექსტში საქართველოს უფრო მეტად დაახლოება ნატო-სთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და შემდგომი განვითარებისთვის.

საქართველო არის ღირსეული და სანდო პარტნიორი ნატო-სთვის. ჩვენმა ოპონენტებმა კარგად ნახონ რა რეფორმები გატარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. საქართველო დიდწილად აღასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელსაც ნატო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები ერთხმად და ცალსახად აღიარებენ. ნატო-ში გაწევრიანება მოგეხსენებათ, რომ ხდება ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსით - ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მაქსიმალურად გააქტიურებული გვაქვს კომუნიკაცია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ მოხდეს ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც საქართველო საბოლოოდ გახდება ამ ორგანიზაციის წევრი“, - განაცხადა სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს