დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სტუდენტების და ლექტორების კორონავირუსის ვაქცინით აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სწავლის დაწყებისას ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი.
როგორც იმნაძე განმარტავს, ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ წასვლა სურთ, არ იღებენ, თუ ის აცრილი არ არის.
„ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, პედაგოგები აცრილები იყვნენ. ასევე, უმაღლესი სასწავლებლებიც უსაფრთხოები გახდნენ, პროფესორები და სტუდენტები აცრილები იყვნენ.
რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრი ქართველი სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად, არ იღებენ თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, - აღნიშნავს იმნაძე.