შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“ - სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა

სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინა პერიოდის პოლიტიკური გარემოს შეფასებას ეხმაურება.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ დღემდე არ პასუხობს კითხვებს და არ ასაჯაროებს იმ 8% უბნების სიას, რომელზეც ორგანიზაციის მტკიცებით მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა.

"[საარჩევნო რეფორმის] წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის" - ამბობს "სამართლიანი არჩევნები". ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო (და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა), დღემდე, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით, არ პასუხობს ჩვენს კითხვებს და არ ასაჯაროებს იმ 8% უბნების სიას, რომელზეც მათი მტკიცებით მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა. სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა”, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს ამსახველი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არა სისტემურ გაუმჯობესებას, არამედ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებას ემსახურებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ასახული საკითხების ნაწილი პოზიტიურ გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების რეგულირებისა და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები.

,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა