რომან გოცირიძე გახარიას შესახებ კობახიძის განცხადებებზე - „ქართული ოცნება" იშლება, ეს არის შიდა ბრძოლის შედეგი

უმრავლესობის ფლანგში გაჩნდება სხვადასხვა კუნძული, „ქართული ოცნება" იშლება, ეს არის შიდა ბრძოლის შედეგი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა საკუთარ პრემიერზე და სიის პირველ ნომერზე თავდასხმა და მხილება ხდება, ეს თვითლუსტრაციაა.

„აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება" და მისი მმართველობა არის უსუსური, რომელსაც არ შეუძლია არაფრის დაგეგმვა, არც სპეცოპერაციის და არც ეკონომიკის განვითარება. თურმე, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილა აბსოლუტურად არაეფექტიანი და ქმედუუნარო, ცუდი ყოფილა. თუ პრემიერი და სიის პირველი ნომერი ცუდია, „ქართული ოცნება" და მისი ლიდერები კარგად როგორ გამოდიან? ვერ ხვდებიან, რომ იმ ტოტს ჭრიან და უკვე მოჭრეს, რომელზეც სხედან? თავიანთი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინეს გახარიას ჩაფლავებული საქმეებით. ამას მეორე მხარეც აქვს. ვინაიდან, გახარიამ ცოტა ურჩობა გაბედა და გამოვიდა ივანიშვილის მიზიდულობის არეალიდან (დროებით თუ სამუდამოდ, ამას დრო გვაჩვენებს), მასზე თავდასხმები მიდის. „ქართული ოცნება" ყოველწლიურად იშლება - სხდომათა დარბაზში გვახსოვს, სად სხედან, მერე მათი დიდი უმრავლესობა იმ ადგილას გადმოდის, სადაც ჩვენ ვსხედვართ. პირველი დესანტი გადმოჯდა, ახლა უკვე აქაც (ოპოზიციის ადგილებში) ადგილი აღარ არის და „ქართული ოცნების" რიგებში აიჭრებიან და უმრავლესობის ფლანგში გაჩნდება სხვადასხვა კუნძული. „ქართული ოცნება" იშლება, ეს არის შიდა ბრძოლის შედეგი“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ „ბასიანში“ და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე „ტყვიებამდე არ მისულიყო“. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გუნდმა იხილა ღალატი“. კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია „გავლენის ქვეშ მოქმედებდა“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა