თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც თორდუას ადვოკატი ლაშა შუკაკიძე აცხადებს, პროკურატურამ 2 თვის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. შესაბამისად, მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს - 10000 ლარის ან 15 000 ლარის ოდენობით უნდა შეიცვალოს. თუ რა პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს, ეს უცნობია, ვინაიდან სხდომა დახურულ რეჟიმში, ნახევრად დისტანციურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა