დავით სერგეენკო - არის ლოგიკა კითხვაში, რომ თუ 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა

არის ლოგიკა კითხვაში და ამ კითხვას ვერ გავექცევით, რომ თუკი 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გიორგი გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც არ მაქვს პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რაც გახარიას მიმართ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ - მინისტრის მოულოდნელმა გადადგომამ პოლიტიკაში რყევა გამოიწვია, ამიტომ მან უნდა განმარტოს, რა მოხდა რეალურად.

გიორგი გახარიას ნაბიჯმა, რომელიც მან თებერვალში გადადგა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გარკვეული რყევები გამოიწვია. რყევაა, როცა მმართველი ძალის ფაქტობრივად #1 ოპოზიციაში დემარშით გადადის და ამას დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს. ჯერჯერობით გახარიას მიმართ ბევრად მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. მას აქვს საშუალება, მოკლე პერიოდში მინიმუმ ორ თემაზე გააკეთოს დეტალური განმარტება: რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. ასევე, უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა, იმ შემთხვევაში თუკი ამომრჩევლის მხარდაჭერას მიიღებს, რა გეგმით აპირებს სიარულს. ამ კითხვებზე პასუხის არგაცემა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, მის პოლიტიკურ მომავალს ვერ დავინახავდი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო