ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდურ, ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებს ერთნაირი კლინიკური სურათი აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდურ, ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებს ერთნაირი კლინიკური სურათი აქვს.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული შტამებით გამოწვეული კოვიდინფექცია უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.

„იქნება ეს ინდური, ანუ „დელტა“ შტამი, „ალფა“ ანუ „ბრიტანული შტამი“, ან „ბეტა“, ე.წ. სამხრეთ აფრიკული კოვიდი, ყველას, თითოეული ამ შტამით გამოწვეულ კოვიდს აქვს ერთნაირი კლინიკური სურათი. განსხვავება იმაშია, რომ ამ შტამებით გამოწვეული კოვიდი უფრო ადვილად და იოლად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა