ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული კურსის მიზანია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდა, დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვა და მხარდაჭერა. შესაბამისად, ამ კატეგორიის დანაშაულებზე მუშაობას ის პროკურორები და სისტემის გამომძიებლები ახორციელებენ, რომელთაც სპეციალური სასწავლო კურსი აქვთ გავლილი.

„4-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოს. სწავლება ასევე, დაზარალებულთან/მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მოძალადისა და მსხვერპლის მახასიათებლებს და მათთან კომუნიკაციის სტრატეგიებს მოიცავდა.

მთავარი პროკურორის ბრძანებით, 2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობას და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები ახორციელებენ.

საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო