გიორგი ვაშაძე - ამ სამიტზე პირველად ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია მხოლოდ MAP-ის  მიღების შემდეგ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი გაყინულია.

როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ოპოზიციის ამოცანაა „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება მოსთხოვოს და ამით ნატო-ში ინტერგრაცია დაჩქარდეს.

„გუშინ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ზემნიშვნელოვანი სამიტი-ნატო-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც 2 მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთან დაკავშირებით, ერთი კარგი და ერთი ძალიან სამწუხარო. კარგია, რომ სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი, მიჩნეულია საქართველოს ნატო-ში და დასავლურ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გზამკვლევად, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი გაყინულია. ამ სამიტზე პირველად ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია მხოლოდ მაპის მიღების შემდეგ. ეს არის უკუსვლა. „ქართული ოცნება“ დამნაშავეა იმაში, რომ 2016 წლის შემდეგ არცერთი ახალი ფრაზა არ ხვდება არცერთ დოკუმენტში საქართველოსთან მიმართებით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია. ჩვენი ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, რომ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტერგრაცია და მეორე, შევცვალოთ ხელისუფლება, გაყინული ნატო-ში ინტერგრაციის პოლიტიკა გადავიყვანოთ ქმედით აქტიურ პოლიტიკაში, აქტიურ ფაზაში, რომელიც დაგვაახლოვებს ნატო-სთან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ფრაქციის წევრმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, წელს პირველად მოხდა, რომ ნატო-ს კომუნიკეში ტექსტი „შიდა პოლიტიკური შეთანხმება“ გაჩნდა.

მისივე თქმით, პირველად კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ამ რეფორმების განხორციელება, რომელსაც შეთანხმების ტექსტი მოიცავს, არის გზა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა