ალეკო ცქიტიშვილი - არ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთი საკადრო ცვლილებით ნინოწმინდის პანსიონატში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება

ჩვენ მეუფე იაკობის მხრიდან უამრავჯერ გვსმენია სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკადრო ცვლილებით ნინოწმინდის პანსიონატში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება არ არის საკმარისი, - ასე აფასებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ნინოწმინდის ინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ის საკადრო ცვლილება, რომელიც განხორციელდა, არის ზედაპირული და არ არის ორიენტირებული სისტემურ რეფორმაზე, რაც სჭირდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პანსიონატს, არამედ სხვადასხვა ასეთი ტიპის დაწესებულებას, რაც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

„საპატრიარქოს და მაღალი იერარქიის სასულიერი პირების პოზიცია ფაქტობრივად საზოგადოებისთვის გაურკვეველი დარჩა ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, რადგან ოფიციალურად არ ყოფილა დაფიქსირებული პოზიცია საპატრიარქოს მხრიდან იმ სისტემური პრობლემების თაობაზე, რაც გამოვლინდა, როგორც სახალხო დამცველის მონიტორინგის, ისე უფლებადამცველი ორგანიზაციების მონიტორინგის პირობებში. შესაბამისად, ის საკადრო ცვლილება, რაც განხორციელდა, შეიძლება ითქვას, რომ არის ზედაპირული და არ არის სისტემურ რეფორმაზე ორიენტირებული, რაც სჭირდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პანსიონატს არამედ, ზოგადად სხვადასხვა ასეთი ტიპის დაწესებულებასს, რაც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ის, რომ პანსიონატი წლების განმავლობაში იყო ჩაკეტილი, დახურული და ფაქტობრივად ოთხი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, რომელზეც გამოძიება მიმდინარებს, ის, რომ სახალხო დამცველს არ უშვებდნენ პანსიონატში მონიტორინგის მიზნით, მიგვითითებს, რომ აუცილებელია მოხდეს სისტემური გადაფასება საპატრიარქოს მხრიდან. ეს არის ფასადური ერთი პასუხისმგებელი პირის გამოცვლა მეორე პასუხისმგებელი პირით. მითუმეტეს, როდესაც ჩვენ მეუფე იაკობის მხრიდან უამრავჯერ გვსმენია სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკადრო ცვლილებით ნინოწმინდის პანსიონატში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება არ არის საკმარისი, რომ იქ ვითარება შეცვალოს და მეორე მხრივ, კონკრეტულად ეს საკადრო ცვლილება არის სრულიად გაუგებარი“, - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა