გიორგი კაკაურიძე - არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ შემცირებულია

არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად თუ შეჯამებულად შევხედავთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დამიჯერეთ, რომ საკმაოდ შემცირებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, წლებია ერთი და იგივე ბიუჯეტი აქვს ამა თუ იმ სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის.

„არასდროს მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ალბათ ყველგან შეიძლება, დღეს თუ რაღაცაში იხარჯება თანხა, ხვალ შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები დაიხარჯოს, კონკრეტულ მივლინებაში და სხვა. მაგრამ ზოგადად ჯამურად ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და გათვალისწინებულია იმაზე ნაკლები, ვიდრე საჭიროა უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, მათ შორის, სამინისტროების შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხები გათვალისწინებულია ვაკანსიების გამოკლებით და შეზღუდულია ახალი თანამშრომლის აყვანა. უწყებების მიხედვით დაფინანსება წლებია არ გაზრდილა და შესაბამისად ყოველწლიურად კლებადია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა