საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იტალიის ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიას მიულოცა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„შეხვედრაზე აღინიშნა იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტებს, რომელიც მიმართულია ევროკავშირში მეტი პოლიტიკური, დარგობრივი თუ სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ იტალიელ დიპლომატს აღუთქვა მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს