ლევან ვასაძე - მინდა, ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, საეკლესიო დღესასწაულებზე 2 - მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა საკმარისი არ არის - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ეკლესია

საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა საკმარისი არ არის - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ეკლესია! - ამის შესახებ „ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ვასაძის განცხადებით, ხელისუფლება სირაქლემის პოზიციიდან უნდა გამოვიდეს და ეკლესიის დასაცვად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ეს ლოკალური მოვლენა არ არის, ბავშვთა სახლებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება ეკლესიაზე დარტყმის ლიბერალური გლობალისტური ძალების მხრიდან ტრადიციული იარაღია. ჩვენ უვიცები და ბრმები უნდა ვიყოთ,რომ იმას, რაც ხდება ბავშვთა სახლის გარშემო განვიხილავდეთ მხოლოდ, რაღაც ლოკალურ ინციდენტს.

გვესმის დაუმტკიცებელი ინფორმაციები, მსგავსი განცხადებები აუცილებლად უნდა გახდეს, კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გამოძიების საგანი.

მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას და მოვუწოდო, სირაქლემის პოზიციიდან გამოვიდეს და გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები, რათა დაიცვას თავისი პარტნიორი კონკორდატის შეთანხმების ფარგლებში. მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა და პატრიარქთან შეხვედრებზე ძახილი, რომ ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია საკმარისი არ არის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ეკლესია! მას ამისათვის ყველა ინსტიტუტი გააჩნია“, - განაცხადა ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა