ნინო რუხაძე - პაატა მანჯგალაძის განცხადება მკრეხელურია

თბილისის საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ, მერაბ კოსტავას მუზეუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას მკრეხელური უწოდა.

განცხადება ამის შესახებ ნინო რუხაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

საკრებულოს წევრის თქმით, პაატა მანჯგალაძის განცხადება ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლები ათწლეულების მანძილზე იბრძოდნენ სწორედ იმის წინააღმდეგ, რომ თბილისის მუზეუმები ნაგავსაყრელები არ გამხდარიყო, რომ შეენარჩუნებინათ თავისი ფუნქცია, რომ აგრესიული სახელმწიფო პრივატიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, არ მომხდარიყო მუზეუმების შენობების გაყიდვა, რომლის იდეის ავტორებსა და იდეურ მამებს ახლა არ დავასახელებ. ეს ადამიანები იბრძოდნენ სწორედ იმის წინააღმდეგ, რომ თბილისის მუზეუმებს როგორმე მიეღწიათ უკეთეს დღეებამდე და ეს უკეთესი დღეები მუზეუმების ისტორიაში დღეს ნამდვილად დადგა“ , - განაცხადა ნინო რუხაძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლები თავისი ცხოვრების მთავარ საქმეს, მაღალ იდეალებს, ღირებულებებს და ფასეულობებს ემსახურებიან და დააბრალო ასეთ ადამიანებს, რომ ისინი უდიერ დამოკიდებულებას იჩენენ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ფასეულობებისადმი უკიდურესად მკრეხელური და არასამართლიანია.

ნინო რუხაძემ მოუწოდა ყველას, მივიდნენ და ნახონ თუ რა მასშტაბის სამუშაოები არის ჩატარებული თბილისის მემორიალურ მუზეუმებში და როგორი პროფესიონალიზმით, მაღალი ხარისხით არის გაკეთებული ყველაფერი.

„მიდით ნახეთ და დააფასეთ ამ ადამიანების შრომა და ღვაწლი და დაეხმარეთ მათ ჩვენი საერთო ეროვნული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში. გასაგებია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ყველას გვესმის მუნიციპალური სტრუქტურების ვალდებულებები, მაგრამ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ნინო რუხაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს მერაბ კოსტავას სახლი არასათანადო მდგომარეობაშია.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო