არჩილ თალაკვაძე - რას ელოდება „სამართლიანი არჩევნები“, ჩავიკეტოთ და არჩევნების დამთავრებამდე პროექტებს აღარ შევეხოთ? - ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ: "გრეის 50 თუ 100 ელფერი", კინოში არ ვართ

ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი, თუ 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში და არის სამართლებრივი ჩარჩო. არ წერია არც კონსტიტუციაში, არც კანონში, რომ 3 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მერები უნდა გაჩერდნენ, გავიდნენ ცალკე ოთახში და მერე დაბრუნდნენ, როცა მორჩება არჩევნები , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ISFED-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტები ამომრჩევლებისთვის გულის მოგების მცდელობას დაუკავშირა.

თალაკვაძის შეფასებით, ISFED-ის ანგარიშის ეს ნაწილი მოულოდნელი იყო, რადგან შეუძლებელია მმართველი პარტიის სხვადასხვა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ თანამდებობაზე დანიშნულმა წევრებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებაზე ხელი აიღოს იქამდე, სანამ არჩევნები არ დასრულდება, რათა ეს ამომრჩევლისთვის გულის მოგებად არ ჩაითვალოს.

„ჩემთვის მართლა მოულოდნელია ეს განწყობა და ასეთი ტიპის განცხადება. ვთქვათ, დავინტერესდით ამ შეფასებით, ამ კრიტიკის საპასუხოდ რას ელოდება „სამართლიანი არჩევნები“, რომ მთელი პოლიტიკური ისთებლიშმენტი, ყველა ვინც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დღეს ვართ თანამდებობებზე, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვისაც გვევალება, რომ ყოველ დღე ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებასა და ქვეყანას სჭირდება, ახლა გავიდეთ ცალკე ოთახში, ჩავიკეტოთ და სანამ არჩევნები არ დამთავრდება, პროექტებს ჩვენ საერთოდ აღარ შევეხოთ? გავაჩეროთ ყველაფერი და არჩევნები რომ დამთავრდება, მერე განვაახლოთ ქვეყნის განვითარება? სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ვერ მოხდება თუ საარჩევნო კამპანია არ არის დაწყებული, საარჩევნო კამპანიის დაწყებას აქვს თავისი კანონიერი საფუძვლები და არჩევნების თარიღიც და პერიოდიც არის კანონით განსაზღვრული. შესაბამისად, ახლა მითხარით, მაგალითად, ივნისში რატომ ითვლება საქმისა და პროექტების კეთება, რესურსის გამოყენებად და ვთქვათ თებერვალში რომ რაღაც საქმეებს აკეთებდა ხელისუფლება, ის რატომ არ ითვლება? იმიტომ, რომ თებერვალშიც არ იყო და დღესაც არ არის კამპანია დაწყებული. ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი თუ იმის 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში და არის სამართლებრივი ჩარჩო ამ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, როდის იწყება კამპანია, როდის ტარდება არჩევნები", - განაცხადა თალაკვაძემ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე