ლადო კახაძე - შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვი უნდა დავიცვათ იმ დისკომფორტისგან, რასაც ჰქვია ინექცია და დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება უნდა გავხადოთ შესაძლებელი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლიდან, დიაბეტიანი ბავშვების დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება შესაძლებელი გახდეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დიაბეტით დაავადებული ბავშვების გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით უზრუნველყოფის საკითხზე.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, კომიტეტის წევრები, დიაბეტის ასოციაციების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დღეს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული 1200-მდე ბავშვია. დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობს საქართველოში და 25 წელზე მეტია დიაბეტით ბავშვთა ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების განმარტებით, დაავადების ადვილად მართვისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა - გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ გადაწყდება.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ საკითხის გადაწყვეტაზე სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისათვის თანხებიც გამოინახება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხს კონტროლზე აიყვანს და ზედამხედველობას გაუწევს მის აღსრულებას.

„მხარდასაჭერი პროექტია დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის, 0-18 წლის ჩათვლით, უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რომელიც არის ახალი ნაბიჯი მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა, რომელიც დიაბეტის მართვაში ერთ-ერთი მოწინავე იყო, არ უნდა ჩამორჩეს ამ ტემპს და ბავშვებისათვის მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მონიტორინგი, დაკვირვება და დროული ჩარევა. ამისათვის საჭირო იყო შეგვეჯერებინა პოზიციები პროფესიონალებს დაავადებული ბავშვების მშობლებთან ერთად, ამასთანავე საჭირო იყო კანონმდებლისა და აღმასრულებლის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი სესიაზე დავუსვი მინისტრს და მაშინ მან გამოთქვა თანხმობა პრობლემის განხილვის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მინისტრის მოადგილემ ჩვენთან ერთად მიიღო გადაწყვეტილებაც და დავალებაც, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მატერიალური ნაწილის ასახვას ითვალისწინებს", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა