პრეზიდენტი და ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენციის - „ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“ ჩატარებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი და ეუთოს გენერალური მდივანი, პრეზიდენტის ინიციატივის - საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენცია - ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

მხარეებმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და ხაზი გაუსვეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე - ოკუპირებული რეჟიმის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე, კერძოდ ზაზა გახელაძის საკითხზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლს გაუსვეს ხაზი”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა