ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძე პარლამენტში ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა - ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან ნუ გვიყურებ

საერთოდ არ ვერჩი გიორგი ვაშაძეს. უბრალოდ, პარლამენტში ბოლო დროს უშნოდ ატეხილი იყო, დადიოდა და ყველას ეძველბიჭებოდა - კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან ნუ გვიყურებ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირების თაობაზე განაცხადა.

ელისაშვილი ვაშაძეს ამბიციურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პენსიონერების სესხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფია შექმნილი და იმის ნაცვლად, რომ ვაშაძე ამ ჯგუფს შეერთებოდა, იგივე საკითხზე სხვა კანონპროექტი დააინიცირა.

„გვეუბნება, რატომ დააყენეთ პენსიების საკითხიო. ბოდიში, რომ ხალხზე ვზრუნავთ და ხალხის პრობლემების მოგვარება გვინდა. თუ რამის გაკეთება უნდოდა, გარედან კი ნუ არტყამდა პარლამენტს წრეებს და კი ნუ გვლანძღავდა, რომ შევედით, შემოსულიყო და ჩვენთან ერთად ემუშავა. ვაშაძის პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ამბიციურია. თუ „მოქაჩავს“ კარგი იქნება.

ხმამაღლა გვაქვს ნათქვამი, რომ შექმნილი გვაქვს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, პენსიონერების სესხის დაწევასთან დაკავშირებით. კი არ შემოვიდა ამ ჯგუფში, სხვა კანონის ინიცირება მოახდინა. შემოუერთდი რა, ზემოდან კი ნუ იყურები. კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან კი ნუ გვიყურებ და იმაზე კი ნუ ხარ გაცოფებული, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ, პარალელური კანონპროექტი კი ნუ შემოგაქვს. სულ არ გვერიდება ვთქვათ, რომ ირაკლი ზარქუამ დააყენა ჩვენამდე ეს საკითხი, მერე რა?“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა