ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ და გიორგი გახარიაზე - არ მომწონს, ცოლ-ქმარი რომ დაშორდებიან და ერთმანეთზე საზიზღრობებს ყვებიან, არადა მანამდე ჟღურტულებდნენ

არ მომწონს, ცოლ-ქმარი რომ დაშორდებიან და ერთმანეთზე რაღაც საზიზღრობებს ყვებიან, ერთმანეთის რაღაცებს გამოფენენ. არადა მანამდე რომ შეხედავდი, ისე ჟღურტულებდნენ, იტყოდი ამათზე შეყვარებულები და ერთმანეთზე გადაფიჩინებული არავინ მეგულებაო - შემდეგ გამოდგებიან და წვრილმანებზე ლაპარაკობენ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას ურთიერთბრალდებებს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, თუ გიორგი გახარიასთან მმართველ გუნდის წევრებს კითხვები ჰქონდათ, 20 ივნისის შემდეგ კი არ უნდა დაეწინაურებინათ, არამედ გადაეყენებინათ.

„თუ კითხვები ჰქონდათ და ამით აღშფოთებულები იყვნენ, რატომ დააწინაურეს შინაგან საქმეთა მინისტრობიდან. გადაეყენებინათ. საერთოდ კინაღამ ერთად ფეხი დაუცურდათ. გახარია უხილავ ხელებზე ლაპარაკობს, კობახიძე რაღაც ძალებზე, ეს სერიოზულად არ გამოიყურება“,- განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ელისაშვილმა ისაუბრა ამნისტიის კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ მისი პარტია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის კანონპროექტს გაიტანს, რაც ცუდია, რადგან „მიშელის დოკუმენტის არსს ეწინააღმდეგება“.

„ჩვენ გვინდოდა შეჯერებული დოკუმენტი ყოფილიყო. ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა" იქცევა ძალიან უპასუხისმგებლოდ, რომ იძახის, რომ ეს არ გვინდა და არ გვაინტერესებს. რას ჰქვია, არ გინდათ - თქვენი ლიდერები გამოვიდნენ ამ კანონპროექტით და თქვენი ლიდერებზეა ეს ამნისტია. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ძველ რელსებზეა. შარლ მიშელმა მათ არ უშველა. ვერ შევთანხმდით ამნისტიაზე. ოპოზიციაც აშავებს. ჩაიხვიეს 1-2 საკითხი. „ქართულმა ოცნებამ“ თავის მხრივ ჩაიხვია. ამას აგრძელებენ - ოპოზიციაში რომ ხარ, რასაც იტყვი, არ გეთანხმები; შენ რომ მმართველ პარტიაში ხარ, რასაც იტყვი, არ გეთანხმები. ეს ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ ამ სტერეოტიპსაც ვამსხვრევთ. თეთრზე თქვი, თეთრია, შავზე თქვი - შავია. ამ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ გაიტანს, მაგრამ ეს არის ცუდი. მიშელის დოკუმენტის არსის საწინააღმდეგოა. ის კაცი მოვკალით სლოკინით. ფრაქციასაც კი შარლ მიშელი დაერქვა. რუსთაველს გადავარქმევთ ალბათ და შარლ მიშელს დავარქმევთ, ბავშვებს დავარქმევთ მის სახელს. ღმერთი გაახარებს, რამხელა საქმე გაგვიკეთა, მაგრამ როგორც კი წავიდა, ავურიეთ ისევ. საბავშვო ბაღში რომ არის, ავტორიტეტული მასწავლებელი რომ შემოვა, დააშოშმინებს, მაგრამ რომ გავა, მუთაქებს რომ ურტყამენ ერთამანეთს თავში, ასე ვართ დაახლოებით. შევთანხმდით, რომ ამნისტიაზეც შევთანხმდებოდით, მაგრამ ის კაცი წავიდა და ვერ შევთანხმდით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა