„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისს, დღის გარკვეულ მონაკვეთში ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ელექტროენერგია 10:00-დან 19:00 საათამდე სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, შერმადინის, იაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჰაინრიხ კლაპროთის და მიმდებარე ქუჩებზე, დიდი დიღომში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეზღუდებათ. ასევე 15:10-დან 17:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა. 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდება დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურს და სოფლებს ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, დოლასქედი, წინა მხარი, მაქართა, წიფორი, ჭიკაანი და მიმდებარე სოფლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა