კახა კუჭავამ და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა, საქართველოს პარლამენტსა და „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს“ (NDI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. როგორც კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია პარლამენტის შიგნით საკანონმდებლო და ზედამხედველობის ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„ეს კიდევ უფრო მჭიდროს გახდის იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა, როგორც NDI-სთან, ასევე ISFED-თან, ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელსაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან მივიღებთ. საუბარია 3- წლიან პროგრამაზე, პარლამენტის შიგნით ჩვენი საკანონმდებლო და ზედამხედველობის ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო ინკლუზიური გახდეს პარლამენტი, საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეების მეტი ჩართულობა იყოს და რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდოს ნდობა პარლამენტის მიმართ, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, მონაწილე იყოს. ამიტომ, ეს არის პროგრამა, რომელიც პარლამენტის საქმიანობის საკმაოდ მოცულობით თანხით დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა, ტექნიკური დახმარებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ყველაზე მთავარია, ახალი პროგრამები, რომელსაც პარლამენტი შემოგვთავაზებს, პირველ რიგში, მიზანმიმართული იქნება იმისკენ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი საქმიანობა“,-განაცხადა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა