კახა კუჭავა - ახალი რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ და ამაში დიდი როლი პოლიტიკურ ჯგუფებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ მუშაობის

ახალი რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამაში ძალიან დიდი როლი პირველ რიგში დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას რომლის თანახმად, პანდემიის დროს პარლამენტმა, „ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო“. კახა კუჭავას განცხადებით, პანდემიის დროს ბევრი რამ ვერ ხორციელდებოდა ისე როგორც უნდა განხორციელებულიყო და პარლამენტიც დიდი პერიოდის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული.

,,პანდემიის დროს ბევრი რამ ვერ ხორციელდებოდა ისე როგორც უნდა განხორციელებულიყო, პარლამენტიც დიდი პერიოდის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია სრულად იყოს გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ზედამხედველობა მთავრობაზე, რა კუთხითაც ნახავთ ეფექტურ ნაბიჯებს. ახალმა რეგლამენტმა ფუნდამენტურად შეცვალა ცხოვრება და საქმიანობა პარლამენტში, განსაკუთრებით ზედამხედველობის კუთხით. გამოყენებული იყო საკმაოდ რაოდენობით ის ბერკეტები, რომელიც ახალი რეგლამენტით არის მინიჭებული. რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და ამაში ძალიან დიდი როლი პირველ რიგში დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის და ეს იქნება საშუალება ბოლომდე იყოს გამოყენებული ყველა მექანიზმი, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ახალი რეგლამენტი. ბუნებრივია, სტატისტიკა თავისაზე მეტყველებს, ეს არის გაზრდილი რაოდენობა მინისტრების, პრემიერ-მინისტრის მოსმენების, გვინდა ვისურვოთ, რომ ეს უფრო მეტი იყოს და ზუსტად ჩვენ უნდა განვახორციელოთ პარლამენტში“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს