მწერალთა სახლში წიგნის „მარო თარხნიშვილი – 130“ პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლის ღია სივრცეში წიგნის „მარო თარხნიშვილი – 130“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი ფონდ „ქართული გალობისა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემაა. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ხალხური და კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის საავტორო სიმღერები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ანსამბლი „ბასიანი“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გუნდი, გიორგი მეფისაშვილი, აჩიკო ბერიძე, ანსამბლი „ქართველები“, თინა მეითოვა, ნათია ქოროღლიშვილი.

ამ გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ალბომი ეძღვნება მარო თარხნიშვილს – შემსრულებელს, რომლის ხმაც, ქალების საუკუნედ წოდებულ XX საუკუნეში, ქართველი ქალის ღირსების და საზოგადოებაში მისი ძლიერი როლის სიმბოლოდ იქცა. რკინის ფარდის მიღმა მოქცეულ საბჭოთა საქართველოში მარო თარხნიშვილის საოცარ შესრულებას თავისუფლების სული არასოდეს დაუკარგავს. ქართული ტრადიციული მუსიკის სასცენო შემსრულებლობაში სწორედ ქალბატონმა მარომ შექმნა ის გამორჩეული სტილი, რაც დღემდე ოსტატობის აბსოლუტია.

ფონდი „ქართული გალობა“ თითქმის ათი წელია საინტერესო პროექტებით ქმნის წარმატების ისტორიას. ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული ტრადიციული მუსიკის საგანძურის შენარჩუნება და მისი ფართოდ გავრცელებაა. ფონდი 2012 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა და მეცენატმა, ვანო ჩხარტიშვილმა დააარსა. ფონდი მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათი განვითარება-პოპულარიზაციისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ სფეროში ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისათვის სტიმულის მიცემას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო