პაატა დავითაია - ნატო-ს კომუნიკე აფხაზეთისთვის არის შანსი

,,ნატო-ს კომუნიკე აფხაზეთს აძლევს არჩევანის შანსს და უხსნის შესაძლებლობების ფანჯარას, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ახლა აფხაზეთმა უნდა აირჩიოს როგორი ცხოვრება სურს მას, სად აქვს განვითარებისა და გაძლიერების შანსები.

„ამ კომუნიკეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არჩევანი და შესაძლებლობებია რაც აფხაზეთს ეძლევა. ახლა მათ უნდა გააკეთონ არჩევანი დასავლეთი და ძლიერი პარტნიორები სჭირდება თუ გააგრძელებს ჭაობში ყოფნას. ამ ჭაობისკენ კი აფხაზეთში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მათი ე.წ. ლიდერები მიაქანებენ. ამიტომაც არის რეგიონი მძიმე პრობლემების წინაშე, უჭირს ეკონომიკურად, მის ტერიტორიაზე კი 28-ზე მეტი რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. მათ უნდა აირჩიონ რა უნდათ, სად უნდათ ცხოვრება და როგორ გარემოში. მათ უნდა იცოდნენ რომ საერთაშორისო მხარდაჭერას სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა მოჰყვება“, - აცხადებს დავითაია.

მისივე განცხადებით, ნატო-ს კომუნიკეში ჩვენი პარტნიორების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირება და მხარდაჭერა „რა თქმა უნდა, სეპარატისტების მიერ გაღიზიანებას გამოიწვევდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა