რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლების რევაქცინაცია განხორციელდა

აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლების რევაქცინაცია განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ევანგელურ პროტესტანტული, სახარების რწმენის და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრნენ.

მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტო კვლავაც უზრუნველყოფს რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ორგანიზებულ ჩართვას covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, რაც მაგალითის მიმცემი გახდება მრევლისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს