რომან გოცირიძე - არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით

არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით - გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის დანაშაულს ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს.

„ერთ ბედქვეშ არის გახარია და ივანიშვილი, გახარია ამხელს ივანიშვილს?- ამხელს საკუთარ დანაშაულსაც, ივანიშვილი ამხელს გახარიას? - მაშინ ეს იქით მიუბრუნდება, რადგან მის დავალებებს ასრულებდა. არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ გახარიას აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით, როგორიც არის ანაკლიის დახურვა, არჩევნებში ჩარევა, 20 ივნისის საქმე, შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში იყოს გამოძიებული, მას სჭირდება ობიექტური სასამართლო ან დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც შესაძლებელი იქნება ეს პროცესები იყოს გამოძიებული. გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ, ეშინია „ოცნებას“ რომ ერთი-ორი პროცენტი არ წაღლიტოს გახარიამ, მართლა გახარიას კი არ ერჩიან საკუთარ ტყავზე ზრუნავენ, რომ გახარიამ ხმები არ წაართვას, ერთი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესია, საბოლოოდ, ივანიშვილს იმის იმედი ექნება, რომ გახარიასთან როგორც ყოფილ ვეზირთან მოაგვარებს ურთიერთობას,"- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა