ლაშა დამენია - საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატების შეჩერებისათვის

ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1 ივლის სრულდება, ხოლო თუკი მთავრობა არ გააგრძელებს აღნიშნულ სუბისიდიას, პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაიზარდოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, პურის ფასის ასეთი ზრდა „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის სრული კრახია, რისი ერთადერთი გამოსავალიც გადასახადების დაწევაა, რასაც „ევროპული საქართველო“ უკვე წლებია ითხოვს. ამასთან, დამენიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ კამპანია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ყოველდღიური პროდუქტების ფასების მატების შეჩერებისათვის.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის სრული კრახი, რომელსაც არაერთგზის „ევროპული საქართველო“ წლებია უკვე სთავაზობს „ქართულ ოცნებას“, რომ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი არის გადასახადების დაწევა. თუნდაც ის კამპანია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ აწარმოებს საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს ამ ფასების მატების შეჩერებისა. თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ამ მიმართულებით, საქართველო შეიძლება სრული შიმშილის ქვეშ აღმოჩნდეს“, - განაცხადა დამენიამ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა