გია ვოლსკი - სკანდალური, ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, ზარალის მიყენება სურს ეკლესიისთვის

მადლობა უნდა ვუთხრათ მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფართან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის გარშემო სკანდალური და ისტერიკული პოზიცია საჭირო არ არის, რადგან შეიძლება „ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა“. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის საზოგადოების და ყველას საზრუნავი.

„პირველ რიგში ყველას მადლობა უნდა ვუთხრა, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომელმაც ოჯახურ სითბოს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გაუწია პატრონობა და ამ ხნის განმავლობაში მათ მიმართ იყო განსაკუთრებით თბილი და მაღალპროფესიონალურ დონეზე ცდილობდა შეესწავლებინა სხვადასხვა საგანი და ყოფილიყო მათი მდგომარეობა შემსუბუქებული. თუკი რაიმე გადახრა არსებობდა ამის წინააღმდეგ, უნდა გაილაშროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე ძალადობა, თუკი ასეთი იყო დაშვებული. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდა ეკლესიისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის ჩვენი, საზოგადოების, ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, ეკლესიის წარმომადგენელს, ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს - ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დავკიოდეთ ამ ბავშვებს, რომლებიც დღეს კიდევ იქ ცხოვრობენ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა ასეთი შეიძლება ერთი-ორი ეპიზოდი იყო. მთლიანობაში ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს? დაელაპარაკეთ ფსიქოლოგებს ბოლოს და ბოლოს, იგივე სახალხო დამცველიც ფსიქოლოგებს უნდა დაელაპარაკოს, უნდა დაელაპარაკოს საეკლესიო პირებსაც და მაქსიმალური დიპლომატიით ეცადოს დაიცვას ადამიანის უფლება, თუნდაც, ბავშვების უფლება, თუკი ასეთი უფლებები არის დასაცავი. როცა ისტერიკას ვტეხავთ ამ საქმის გარშემო, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა, ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა