ბადრი ჯაფარიძე - გახარია და მისი პარტია იგივე მზის ქვეშ ადგილის მძებნელია, სადაც “ოცნება“ იმყოფება, მათ შორის კონკურენციაა ვინ დაამტკიცებს ივანიშვილის მიმართ ლოიალურობას

ბევრი კითხვა გვაქვს გახარიასთან 20 ივნისთან დაკავშირებით, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია, ეს ეხება არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ასევე არაფორმალური ბრძანების მიღებას მის მიერ, - ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა გამოიკითხოს თუ არა 20 ივნისთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

“ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, პირველ რიგში, ლიდერების მიმართ, აქამდე რატომ არ აცხადებდნენ, რომ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, რაც ახლა თქვეს, ამისთვის 2 წელი სჭირდებოდათ და გახარიას-პრემიერ-მინისტრობიდან წასვლას ელოდნენ? ესეც მიუთითებს იმ ცუდ პრაქტიკაზე, რომელიც დამკვიდრებულია დღეს საქართველოში, თუკი შენ „ქართული ოცნების“ წევრი ხარ, მაშინ ყველაფერი გეპატიება, თუ შენ დეკლარაციულად მაინც იტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ ემიჯნები, მაშინ შენ ხდები დევნისა და კრიტიკის მსხვერპლი. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა გახარიასთან 20 ივნისთან დაკავშირებით, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია, ეს ეხება არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ასევე არაფორმალური ბრძანების მიღებას მის მიერ“, - განაცხადა მან.

თუმცა, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ გამოძიების დაწყების მოლოდინი არ აქვს.

„ამის იმედი არ მაქვს, მაინც თვალსაჩინოა, რომ გახარია და მისი პარტია ამ შემთხვევაში არის იგივე მზის ქვეშ ადგილის მძებნელი, სადაც“ქართული ოცნება“ იმყოფება, მათ შორის კონკურენციაა იმ მზის ქვეშ ადგილის მოპოვებაზე, რომელსაც ჰქვია, ვინ დაამტკიცებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალურობას. ამიტომ, ვფიქრობ, მის მიმართ გამოძიება ალბათ არ დაიწყება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა