ირაკლი კოვზანაძე გენერალურ პროკურორს მიმართავს, პარლამენტში ანგარიშით მისვლისას, დეპუტატებს აუდიტის სამსახურის მასალების საფუძველზე წარმოებული გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, პარლამენტში ანგარიშით მისვლისას, კანონმდებლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე წარმოებული გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორც კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 2018-2020 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა გენერალურ პროკურატურას 87 საქმე გადაუგზავნა. მათგან ათ საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენ 77 საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„ამ საქმეებზე რამდენად შესაძლებელია სწრაფი და სკულპულოზური გამოძიება, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, მისი საქმიანობის ეფექტურობის კუთხით, ქმედითი დახმარება იქნება. ჩვენ გვჭირდება, ეს საქმეები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო