ბექა ლილუაშვილი - უსაფუძვლო, გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე ხდება გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა

ყოველღიურად ვისმენთ რაღაც ახალ ისტორიებს. ბავშვობაში იყო ასეთი თამაში, „გაფუჭებული ტელეფონი“ ერქვა, ჩურჩულით, რაღაც ინფორმაციებით, ჭორების გავრცელება, ამას მაგონებს ეს ყველაფერი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ჭორაობის საფუძველზე ხდება გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ უსაფუძვლო, გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე ხდება გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს უშედეგო იქნება. თუ მათ ამ გადმოსახედიდან რაიმე კონკრეტული აქვთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაშიც მათივე შეფასებით, რაღაც შეთქმულების თეორიებს გულისხმობენ, დაიწყონ გამოძიება და გამოიძიონ ეს საკითხები.

როდესაც კონკრეტული ბრალდებები ჟღერდება, სადაც ჩართულია ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის პოლიცია, ჯარი, ისმის ბრალდებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე, ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, გამოძიება დავიწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი დგამენ ნაბიჯს უკან და ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთი პოლიტიკური შეფასებების გავრცელებას, რომლის უკანაც არანაირი თანმიმდევრული ლოგიკა არ დგას. ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად იმის გამოვლინება, რომ მათ დაინახეს, ჩვენ ვდგამთ ნანიჯებს წინ, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მიმართულია თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე, დღითი დღე იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა და ჩვენი რეიტინგი“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა