ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ფასეულობები და ღირებულებიც ჩვენთან საერთო იქნება

ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ფასეულობები და ღირებულებიც იქნება ჩვენთან საერთო და რომელიც კონკრეტულ მომენტში სახელმწიფო ინტერსებს არ ამჯობინებს ვიწრო პარტიულ ინტერესებს, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მათი პარტია საარჩევნოდ რომელიმე პარტიასთან, თუნდაც საერთო კანდიდატთან დაკავშირებით.

„ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. არ მინდა წინასწარ ისეთ საკითხებზე ვისაუბრო, რომელიც დღეს ჩვენი გადმოსახედიდან დღის წესრიგში არ არის. ზოგადად, თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული, ძალიან მკაფიო განცხადებები, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ფასეულობები და ღირებულებიც იქნება ჩვენთან საერთო და რომელიც კონკრეტულ მომენტში სახელმწიფო ინტერსებს არ ამჯობინებს ვიწრო პარტიულ ინტერესებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი პარტია შეიძლება იყოს ეს, ბექა ლილუაშვილმა უპასუხა: „ეს შეიძლება იყოს მმართველი ხელისუფლებაც და ოპოზიციური ძალების სხვა წარმომადგენელიც“.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის