ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა

16 ივნისს, ონლაინ რეჟიმში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდამჭერი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ (TWINNING) დახურვის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომხსენებლებმა პროექტის 24-თვიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს და მათ მდგრადობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში 120 მისია განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავდა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

„მისიების ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებმა დახმარება გაუწიეს ქართველ კოლეგებს ცენტრის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საკითხებში, ევროკავშირის განათლების სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და საქართველოს ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც განათლების სააგენტოების ევროპულ ოჯახში ცენტრის სრულუფლებიან წევრობას უზრუნველყოფს.

შემდგომი სრულყოფის მიზნით შემუშავებული წინადადებები საქართველოსა და ბენეფიციარი დაწესებულების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოში გერმანიისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელობა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი დაწესებულების წამყვანი ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

დაძმობილების პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) თანამშრომლობის გზით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო