სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 2 დღის წინ დაინიშნა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა