თენგიზ ცერცვაძე - ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“

ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია.

„ჯერჯერობით, „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს „ინდური შტამი“ დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. ჯერ მაინც „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“. ბოლოს გამოჩნდა ცნობები უკვე, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“.

ჯერჯერობით სიმპტომებით ვერ გავიგებთ, ის ე.წ. ინდური შტამია თუ ბრიტანული. ერთადერთი ინდურზე შეიძლება ეჭვი მივიტანოთ იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში ან მიმდებარე ქვეყნებში, თუმცა ეს პირობითია. არის ცნობა, რომ ექსპერიმენტულ კვლევებში „ინდური შტამი“ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ ეს ადამიანებზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ჯერჯერობით, ჩვენთან „ბრიტანული შტამია“, რომელიც ცალხად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“ და ეს ჩვენს თავზე უკვე გამოვცადეთ საქართველოში“,-განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა