თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მეოთხე ტალღა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში არის მოსალოდნელი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მეოთხე ტალღა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში არის მოსალოდნელი.

მისივე თქმით, მეოთხე ტალღა იქნება თუ არა საქართველოში, დამოკიდებულია შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს.

„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გარდა „კომენდანტის საათისა“. ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს, კი ბატონო, მოვხსნით ყველა შეზღუდვას, კი ბატონო, უნდა მოვხსნათ, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია.

კლინიკური სექტორი სრულად მზად არის ის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება, ისე მართოს, რომ სიკვდილიანობა იყოს მინიმალური. პაციენტების ნაკადების მართვა ახლაც საათივით არის აწყობილი, მაგრამ მეოთხე ტალღა იქნება თუ არა ჩვენთან, მთლიანად დამოკიდებულია შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, დააჩქარებს თუ არა „ინდური შტამი“ მეოთხე ტალღას, ცერცვაძე პასუხობს, რომ „თუ ის გავრცელდა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს“.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ თუ შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, შესაძლებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება შემსუბუქდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს