ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმის ფარგლებში, მოსამართლეების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმის მესამე დღე მოსამართლეებსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების განხილვას დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას "საქპატენტი" ავრცელებს.

ფორუმი საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - "ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა გახსნეს . შეხვედრაში საქპატენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-მა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში ევროპელმა და ქართველმა მოსამართლეებმა , ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკა და სამართლებრივი პრეცედენტები განიხილეს.

გარდა ამისა, ქართველ მოსამართლეებს სასაქონლო ნიშნების, დიზაინებისა და საავტორო უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი სასამართლო და სააპელაციო გადაწყვეტილებების კრებულთან დაკავშირებით მიეწოდათ ინფორმაცია, რომლის გამოცემა პროექტის (EUGIPP) ფარგლებში იგეგმება. კრებულში ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) ევროპის საერთო სასამართლოს (GC), EUIPO-ს სააპელაციო პალატისა და საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შევა.

ფორუმის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოში სასამართლო პრაქტიკისა და ადმინისტრაციულ/სამართლებირივი პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. ასევე ქართველი მოსამართლეებისათვის ევროკავშირის სასამართლოების პრაქტიკაში არსებული მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის წევრებსა და ქართველ მოსამართლეებს შორის ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლით მიიღწევა.

ფორუმი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქპატენტის, ევროკავშირის, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის , კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოსამართლეები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა