ლაშა ხუციშვილი - განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია

განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუციშვილმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაციის მოპოვება და წარმატებები უსურვა.

„ფინანსთა სამინისტროს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარული ვარ, რომ სკოლის ბევრი კურსდამთავრებული ძალიან წარმატებით საქმიანობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ეს არის განვითარებულ ქვეყნებს შორის საქართველოს მოხვედრის კარგი შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, FIBAA-ს ოფიციალური აკრედიტაციის მიღების შემდეგ, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება აბიტურიენტებში, ახალგაზრდებში, ვინც დაინტერესებულები არიან სწავლის გაგრძელებით. წარმატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET). ვფიქრობ, მათი ეს აღიარება სტიმული იქნება სხვა უნივერსიტეტებისთვისაც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს