„ჯივიპი“ 18 ივნისს, გურამიშვილის გამზირზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 18 ივნისს, 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში თემქის მე-10 და მე-10ა კვარტლებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტლებს და ხევძმარის ქუჩას. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებია.

“18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-ან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 ივნისის 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-10 და მე-10ა კვარტლებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტლებს, ხევძმარის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს