არჩილ თალაკვაძე - დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს კახა კალაძე

კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის.

„დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი. კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ურბანულ პროექტებს და გამწვანებას თბილისის განვითარების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა. თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა. დედაქალაქი ისტორიას ინარჩუნებს, ამავე დროს ევროპული განვითარების გზით მიდის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს