მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 ივნისს გასვლით შეხვედრას გამართავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, 19 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრების გასვლითი შეხვედრა გაიმართება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილება.

„უნდა ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, განსაკუთრებით პრემიერ ღარიბაშვილის 10 წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომელზეც ის მუშაობს, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი ექსპერტები მუშაობენ. ჩვენ გვექნება მსჯელობა და დისკუსია ამ კონკრეტულ გეგმაზე. ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ იგეგმებოდა. ჩვენ აქ ბევრ საკითხს გავივლით, ამ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა დარჩენილი, რომელსაც სჭირდება სწორი სამომავლო ხედვები, რომელიც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან, არამედ ასევე უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტასთან, დეოკუპაციის გზაზე სწორ სვლასთან, საბოლოო ჯამში დეოკუპაციასთან და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან მოგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ერთი დიდი სამუშაო დღე, სადაც ამ საკითხებზე, რასაც დრო საშუალებას მოგვცემს, ვისაუბრებთ, ვიმსჯელებთ. პრემიერ ღარიბაშვილის პარლამენტში მოსვლამდე, ეს საკითხები დეტალურად არის გასავლელი“,-განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო