ვახტანგ მეგრელიშვილი - სახალხო დამცველის ინსტიტუტი ბუტაფორიულია

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ისეთივე ბუტაფორიული ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში უამრავი გვაქვს შექმნილი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ფუნდამენტური პრობლემაა ის, რომ ქვეყანას არ აქვს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც საზოგადოების ნდობა გააჩნია.

„დამოუკიდებლობის და ნდობის თვალსაზრისით ჩვენ ხომ პრობლემები გვაქვს, სასამართლოს არ ვენდობით, პოლიციას არ ვენდობით და ა.შ, მგონია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ასეთივე ბუტაფორიული ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში უამრავი გვაქვს შექმნილი. დიდი ხანია ამ აზრზე ვარ, რა გავაკეთო, თუ საპატრიარქოს აზრს, ჩემი აზრი დაემთხვა. ამ ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც გააჩნია საზოგადოების ნდობა, ნდობა იწყება სასამართლოდან, ამის შემდეგ, როცა სასამართლო გაქვს, შეიძლება შექმნა სხვა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც ასევე ნდობა ექნება, მაგრამ სასამართლოს ჩანაცვლება სახალხო დამცველით, უბრალოდ შეუძლებლია. ამის პრეტენზია არსებობს, რომ სახალხო დამცველს შეუძლია სამართლიანობა გააჩინოს იქ, სადაც სასამართლო არ არსებობს და ეს ილუზიაა“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა