ნათია  მეზვრიშვილი -  იმედია, მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება სრულად შესრულდება და არამოსამართლე წევრების დანიშვნა, პოლიტიკურ პარტიებს შორის რაიმე ტიპის ვაჭრობის საგანი არ გახდება

იმედი მაქვს, რომ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება სრულად შესრულდება და არამოსამართლე წევრების დანიშვნა, პოლიტიკურ პარტიებს შორის რაიმე ტიპის ვაჭრობის საგანი არ გახდება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, ისინი მხარს დაუჭერენ მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

"ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ სასამართლო სისტემაზე, სადაც რეალური დამოუკიდებლობა გვინდა, რომელიც გავლენებისგან თავისუფალი იქნება და სხვათაშორის, აქ მე მინდა ვთქვა, ძალიან მალე, ვისარგებლებ შემთხვევით, დაიწყებს ალბათ პარლამენტი ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევის განხილვას და მე იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება სრულად შესრულდება და არ გახდება ამ ადამიანების დანიშვნა პოლიტიკურ პარტიებს შორის რაიმე ტიპის ვაჭრობის საგანი. ამის ძალიან დიდი რისკია და მე მინდა ვთქვა ძალიან მკაფიოდ, ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიციაა, რომ პარტია „საქართველოსთვის’’ მხარს დაუჭერს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომელთა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მიმართ არ იარსებებს კითხვები და ჩვენ არავისთან ამ თემაზე რაღაც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რაღაც ამის ნიშნები შეინიშნება და იმედი მაქვს, ეს ესე არ იქნება. დაიწყება ახლა ეს პროცესი, გრძელდება ჩვეულებრივ, თითქოს ძალიან კარგად გვაქვს ამ მიმართულებით საქმე და გრძელდება ამ მოსამართლეების დანიშვნა, შერჩევა, ისე რომ, თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტში არ გვიწერია ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს ძალიან მოძველებული სოციალური სისტემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ამაზე შემდეგ დებატებშიც და ცალკეც შესაძლებლობა ლაპარაკის. ძალიან მოძველებული დაცვის სისტემა, რომელიც დღეს ასოცირდება არასამართლიანობასთან, არამიზნობრიობასთან, მოქალაქეებს არ აქვთ სამართლიანობის განცდა, ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ სრულიად ახალი მოდელი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, აბსოლუტურად ყოველგვარი კომპლექსების გარეშე, რომ რაღაცები გავაკეთეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაცები ვერ გავაკეთეთ და ამას ვაღიარებთ. ის პანდემიაც, თქვენ რაზეც საუბრობდით, რაზეც შეიძლება რაღაც მიმართულებებით იმაზე კარგად გვემართა. ჩვენ ეს კომპლექსები არ გვაქვს, არასოდეს გვქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მივედით, პირველი რაც გავაკეთეთ, სისტემაში რა პრობლემებიც იყო, ავდექით და გარეთ გამოვიტანეთ. ამიტომ, არის რაღაცები რაც ერთ დღეში ვერ კეთდება, მაგრამ საფუძველი ჩავუყარეთ. იგივე, ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმები, რომელმაც უფრო ხარისხიანი გამოძიება უნდა მოგვცეს, რომელმაც პოლიციელების ღირსება, რაც ძალიან სენსიტიური თემაა სხვათაშორის და დღეს ეს ადამიანები, რომლებიც წესით ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაფასებულები ხელისუფლების მიერ, სამწუხაროდ ამ დაფასებას ვერ გრძნობენ", -განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა