ირაკლი ქარსელაძემ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს გააცნო

პრემიერ-მინისტრის ინციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს (EBRD, The World Bank, ADB, IMF, EIB, KFW, AFD) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ისეთი ტიპის პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა: კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე- მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა.

„დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაინტერესება და მხარდაჭერა გამოთქვეს, მიესალმნენ რეგიონების ურბანული განახლების ახალ შესაძლებლობებს და დაგვპირდნენ, რომ თავიანთი გეგმების შემუშავებისას ეს ასპექტი გათვალისწინებული იქნება. ჩვენი კომუნიკაციისას ხაზი გაესვა დეცენტრალიზაციის ჭრილში, პროგრამის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას და ახალ გამოცდილებას, რასაც ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შეიძენენ“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის ღირებულების 15-ივე ტენდერი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, დასრულდა და ამჟამად გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს