იაგო ხვიჩია - მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება

მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ცხადია, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, პროცესში, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება, სადაც მოსამართლეთა დამტკიცება უნდა მოხდეს, შესაძლოა, მხოლოდ კითხვების დასმის ნაწილში მიიღონ მონაწილეობა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში სასამართლოს ნაწილი არის ყველაზე უფრო ბუნდოვანი, ჩემი კომენტარებიც გემახსოვრებათ, ყველაზე უფრო სკეპტიკური ვიყავი მოლაპარაკების ამ ნაწილის მიმართ. „ქართული ოცნება“ ამ ნაწილის ისე აღსრულებითაც არ იკლავს დიდად თავს, როგორც ეს დოკუმენტშია მითითებული და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხიც ვიხილეთ უკვე ამის დასტურად. სამწუხაროდ, არ მგონია რაიმე შეჩერდეს და „ქართულმა ოცნებამ“ გეგმებში რაიმე ცვლილებები შეიტანოს, მათ ამის არაფერი ეტყობათ. მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ცხადია, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება, თუმცა, შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოებაში კითხვები, რომელზე პასუხებიც აინტერესებდეთ ამ პროცესის მონაწილეებისგან, თუ დავინახეთ, რომ ინტერესი არსებობს და ეს უბრალოდ სპექტაკლს არ დაემსგავსება, ამ თვალსაზრისით მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ხვიჩიამ.

იხილეთ ვიდეო:იაგო ხვიჩია - მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო