ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც მიხეილ სააკაშვილი პირდებოდა ხოლმე ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო

პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირდებოდა ხოლმე ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო - ახტალის და მამამისის ბალნეოლოგიურის ტალახში, - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერის ანგარიშზე ოპოზიციის კრიტიკას.

ქადაგიშვილი ელოდება, რომ პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციას პოპულისტური განცხადებები ექნება.

„ეს არის საპარლამენტო კონტროლის ერთ - ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, როცა პრემიერი ყოველწლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტში, ის ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქმიან ფორმატში დაუსვას კითხვები. თუმცა, როგორც წესი, ოპოზიციის განცხადებები იქნება მყვირალა და პოპულისტური, რაც პარლამენტში შემოვიდნენ, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოსმენაზეც გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიშველი პოპულიზმით არიან დაკავებულნი,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის