18 ივნისს „​ჯივიპი" გურამიშვილის გამზირზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 - საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 ივნისის 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-10 და მე-10ა კვარტლებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტლებს, ხევძმარის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით გაუგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge „- ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა