სალომე სამადაშვილი - პრემიერის ანგარიში აცდენილია იმ რეალობას, რაც ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე დგას - მასთან მწვავე კითხვები გვექნება

პრემიერის ანგარიში აცდენილია იმ რეალობას, რაც ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე დგას, - ამის შესახებ „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, პრემიერის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დეპუტატების წინაშე მომავალ კვირას წარდგება.

მისი თქმით, პრემიერის მოსმენისთვის ემზადებიან და მასთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.

„მასთან გვექნება ძალიან მწვავე შეკითხვები, რაც პირველ რიგში, უკავშირდება იმ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, რადგან ანგარიში მთლიანად არის აცდენილი იმ რეალობას, რაც ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე დგას სოციალური, ეკონიმიკური თვალსაზრისით. ვნახეთ, რომ სიღარიბე ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა მაშინ, როცა პრემიერ- მინისტრი გვეუბნება, რომ წარმატებით გაართვა თავი ეკონომიკურ გამოწვევებს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა